საფრანგეთის პარლამენტში ხელოვნების ნიმუშები დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 15:51 | 04.04.2018
ნანახია: 897

პარიზის ეროვნულ ასამბლეაში ხელოვნების ოთხი ნაწარმოები დაიკარგა.

გაზეთ Figaro-ს ცნობით, ბურბონის სასახლიდან, სადაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა - ნაციონალური ასამბლეა მდებარეობს, დაიკარგა ერვე ტელემაკისა და რიშარ ტექსიეს ნახატები, ბერძენი სკულპტორის თაქისის ნამუშევარი, ასევე უცნობი ავტორის გრავიურა.                       

ხელოვნების ყველა ნიმუში ამშვნებდა შენობაში განთავსებული სხვადასხვა ბიუროს კედლებს. აღნიშნულია, რომ პარლამენტის ინვენტარიზაცია გასული წლის ბოლოს ჩაატარეს, თუმცა დაკარგული ნამუშევრების პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა. მიმდინარეობს გამოძიება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე