ავსტრიის სკოლებში ჰიჯაბების ტარება იკრძალება

საქართველო, თბილისი - 15:37 | 04.04.2018
ნანახია: 811

ავსტრიის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში  გოგონებს ჰიჯაბების ტარება აეკრძალებათ. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

„მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი, რომ ავსტრიაში ყველა ბავშვს თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, გოგონებს უნდა ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, რაც ბიჭებს და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ  უმცროს ასაკში  დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდეს“, - განაცხადა კურცმა.

კანონზე ქალთა და ოჯახების საქმეთა სამინისტრო, ასევ ინტეგრაციისა და განათლების სამინისტროები იმუშავებენ.

 მანამდე შესაბამისი წინადადებით გამოვიდა ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ზომები საშუალებას მისცემს გოგონებს თავისუფლად განვითარდნენ და ავსტრიულ საზოგადოებაში ინტეგრირდნენ.

2017 წლის 1 ოქტომბრიდან ავსტრიაში აკრძალულია მუსულმანური ტანსაცმლის ტარება, რომელიც მთლიანად ფარავს ქალის სახეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე