ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები შეხვედრაზე სირიის საკითხს განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 14:04 | 04.04.2018
ნანახია: 1097

ანკარაში დაიწყო სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერებს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით. გავრცელებული ცნობით, ვლადიმირ პუტინი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი და ჰასან როუჰანი სირიის საკითხის დარეგულირების სპექტრს განიხილავენ და მის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

ქვეყნის ლიდერები შეხვედრის დროს სირიის საკონტიტუციო რეფორმის, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის  შესრულების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც სირიის ტერირტორიაზე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე