ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 04.04.2018
ნანახია: 887

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველისა და საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით წარდგენილი კანდიდატები აირჩია. 

ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 93 ხმით აირჩიეს. 

უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს მხარი 55–მა დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე