„ისლამური სახელმწიფოს“ მარცხმა მიძინებული იატაკქვეშა დაჯგუფებების გააქტიურების საფრთხე გააჩინა - ანტონიუ გუტერეში

საქართველო, თბილისი - 12:33 | 04.04.2018
ნანახია: 995

„ისლამური სახელმწიფოს“ მარცხმა ახალი საფრთხის - ტერორისტების „რეპატრიაციის“ გაჩენის საშიშროება წარმოშვა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

„ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო მარცხმა ახალი საფრთხე წარმოშვა. რაც ტერორისტების სახლებში დაბრუნებასა და სხვა ქვეყნებში გადაადგილებაში გამოიხატება. ბევრი მსგავსი „რეპატრიანტი“ კარგად არის გაწვრთნილი და აღჭურვილი ახალი ტერორისტული თავდასხმებისთვის, მიძინებული იატაკქვეშა დაჯგუფებების გააქტიურებისთვის“, - აღნიშნულია გუტერეშის მიმართვაში, რომელიც მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს.

„ტერორისტები გულხედაკრეფილები არ სხედან, ისინი აქტიურად ეძებენ სად მიაყენონ მორიგი დარტყმა,“- აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, აუცილებელია სიმტკიცე და წინ გადადგმული ნაბიჯები, რათა ახალი ტერორისტული თავდასხმები არ დაუშვან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე