საქართველოს ცალკეულ რაიონებში 4-5 აპრილს მცირე ნალექია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 12:13 | 04.04.2018
ნანახია: 853

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 - 5 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 
5 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს. შიდა ქართლში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -3 გრადუსამდე დაეცეს.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე