გერმანიაში პოლიციელებისთვის ზიანის მიყენებისთვის 8 ქართველი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 04.04.2018
ნანახია: 940

გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში 15 ქართველის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა.

როგორც საზოგადოებრივი გერმანულ Die Welt-ზე დაყრდნობით წერს, პოლიცია 15 ქართველს ამოწმებდა, რომელთაც დრეზდენის ერთ-ერთ მეტროსადგურში მგზავრების შევიწროვებასა და 63 წლის მამაკაცის ცემაში ადანაშაულებდნენ.

არსებული ინფორმაციით, 15 მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი მგზავრებს აწუხებდა. მათ 63 წლის მოქალაქე გამოესარჩლა, რის შემდეგაც ის სცემეს. მოგვიანებით, მამაკაცებმა პოლიციასაც გაუწიეს წანააღმდეგობა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცავები მათი ვინაობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ცდილობდნენ.

Die Welt-ის ცნობით, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შვიდი სამართალდამცავი დაშავდა.

სპეცოპერაციის შედეგად რვა ქართველი დააკავეს. მათ სამართალდამცავებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაში სდებენ ბრალს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე