ელისაბედ მეორის ქმარი პრინცი ფილიპი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 11:28 | 04.04.2018
ნანახია: 1538

დიდი ბრიტანეთის დეოფლის ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი ჰოსპიტალში ოპერაციის გასაკეთებლად მოათავსეს. ექიმები დღეს პრინცს ბარძაყის ოპერაციას გაუკეთებენ. დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. თუმცა, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრესას დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მიაწოდებენ.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლის თქმით, ედინბურგის ჰერცოგს ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რომელიც მის მობილურობაზე მოქმედებს. „თუმცა, არ ღირს ნერვიულობა, ის ამაყი ადამიანია და არ სურს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ასეთ მდგომარეობაში იხილონ. მას ხომ რკინის ჰერცოგს უწოდებენ“, -  განაცხადა სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა.

96 წლის პრინცი პენსიაზე ოფიციალურად იმყოფება და საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავებული აღარ არის. გასულ კვირას ის არ ესწრებოდა ვნების პარასკევისა და სააღდგომო წირვებს. ხმები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სწორედ მაშინ გავრცელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე