დასახელდა ქალის ვინაობა, რომელმაც YouTube-ის შტაბ-ბინაში სროლა მოაწყო

საქართველო, თბილისი - 10:00 | 04.04.2018
ნანახია: 916

კალიფორნიაში YouTube-ის შტაბ-ბინაში სროლა ადგილობრივმა მცხოცრებმა ნასიმ აგდამმა მოაწყო. მას შავი ტანსაცმელი ეცვა და თავსაბურავი ჰქონდა მოხვეული. გამოცემა San Francisco Chronicle-ის ცნობით, თავდამსხმელს კომპანია YouTube-თან შეხება არასდროს ჰქონია.

კალიფორნიის ქალაქ სან-ბრუნოში YouTube-ის მთავარ ოფისში სროლა გუშინ მოხდა.

თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ ქალმა თავი მოიკლა.

სამართალდამცველების თქმით, დაიჭრა ოთხი ადამიანი. სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება. წინასწარი მონაცემებით სროლის მიზეზი ყოფითი პრობლემებია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე