მედიამ არაბული კოალიციის მიერ იემენში ავიაიერიშის შედეგების შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:25 | 03.04.2018
ნანახია: 852

არაბული კოალიციის ავიაიერიშის შედეგად იემენში ელ-ჰოდეიდის პროვინციაში 12 მშვიდობიანი მცხოვრები დეაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვია. დაბომბის შედეგების მასხველი შოკისმომგვრელი კადრები სააგენტო Ruptly-მ გამოაქვეყნა.
ვიდოჩანაწერში ჩანს, როგორ გააქვთ ტრაგედიის ადგილიდან დასახიჩრებული ცხედრები. დაღუპულთა შორის არიან 10 წლამდე ასაკის ბავშვები და ჩვილები. წინასწარი მონაცემებით,  ავიადარტყმის ყველა მსხვერპლი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ისინი საომარი მოქმედებების რაიონიდან გაქცევას ცდილობდნენ.

იემენში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. მასში ჰუსიტი მეამბოხეები და სამთავრობო არმია მონაწილეობს, რომელსაც მხარს არაბული კოალიცია უჭერს. კონფლიქტის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. 2016 წელს გაეროში ათი ათასი დაღუპულის შესახებ აცხადებდნენ.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე