თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გერმანიის მოქალაქე ეროვნებით ქართველია

საქართველო, თბილისი - 14:14 | 03.04.2018
ნანახია: 852

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გერმანიის მოქალაქე ეროვნებით ქართველია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ის რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს.

ცნობისთვის, როგორც ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, დაკავებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში არსებული სეიფიდან, 2644 აბი „ექსტაზი“, 323 აბი „სუბუტექსი“, 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“ და 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გერმანიის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ლ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში არსებული სეიფიდან, 2644 აბი „ექსტაზი“, 323 აბი „სუბუტექსი“, 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“ და 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით", - განაცხადა ჭელიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე