საფრანგეთის კუნძულზე ვულკანმა გაიღვიძა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 03.04.2018
ნანახია: 795

საფრანგეთის კუნძულ რეიუნიონზე, ინდოეთის ოკეანეში ვულკანმა პითონ-დე-ლა-ფურნეზმა გაიღვიძა. ამის შესახებ კუნძულის ხელისუფელბის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან კუნძულის ბინადართა უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ვულკანის შემოგარენში მიახლოება გაურკვეველი დროით შეიზღუდა.

პითონ-დე-ლა-ფურნეზის მაქსიმალური სიმაღლე 2632 მეტრს შეადგენს, ის კუნძულის დაუსახლებელ ნაწილში მდებარეობს. კუნძული საფრანგეთის მფლობელობაში 1642 წლიდან იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე