უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს იკვლევენ

საქართველო, თბილისი - 12:21 | 03.04.2018
ნანახია: 878

უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განმარტა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნება საქმეში არსებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები. რის შემდეგაც, მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. 

პროკურორის ინფორმაციით, მტკიცებულებები სასამართლოს მხრიდან მიჩნეულია როგორც კანონით დადგენილი წესით მოპოვებულად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე