„რუსთავი 2“-ის შენობასთან ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 03.04.2018
ნანახია: 939

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის შენობასთან ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 2 პირი დააკავა. 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ოლეგ დანგაძე და დევი ჩილიაშვილისაკუთარ სახლებში დააპატიმრეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 მარტს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის შენობასთან ჯგუფური ხულიგნობა ჩაიდინეს.

ცნობისთვის, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სულ 8 პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, ე.წ. „ქართული მარშის“ ექვსივე დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე