თეთრმა სახლმა ჩინეთი ამერიკის ეროვნული უსაფრხთოების დარღვევაში დაადანაშაულა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 03.04.2018
ნანახია: 774

ამერიკული პროდუქციაზე ჩინეთის მიერ გადასახადების გაზრდამ, თეთრ სახლში აღშფოთება გამოიწვია. ჩინეთი მხრიდან ამერიკულ პროდუქციაზე გადასახადების გაზრდის გამო თეთრი სახლის წარმომადგენლმა  ლინდსი უოლტერსმა ჩინეთი მსოფლიო ბაზრის დეზორგანიზებაში დაადანაშაულა.

ვაშინგტონში პეკინის ქმედებებში აშშ-სთვის ეროვნული საფრთხე დაინახეს და განაცხადეს, რომ ჩინეთი ამერიკულ ექსპორტს თავს დაესხა.

 „ამერიკულ ექსპორტზე თვდასხმის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, ჩინეთს შეეწყვიტა უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა, რომელიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება და მსოფლიო ბაზრის დეზორგანიზებას ახდენს“, - განაცხადა უოლტერსმა.

შეგახსნებთ, რომ 2 აპრილს ჩინეთმა  ჩინურ ფოლადსა და ალუმინზე გადასახადების გაზრდის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ ათეულობით დასახელების ამერიკულ საქსპორტო საქონელზე ახალი გადასახადები შემოიღო. კერძოდ, აშშ-ში წარმოებულ ღვინის ზოგიერთ სახეობაზე, ხილსა და თხილზე გადასახადები 15 პროცენტით, გაყინულ ღორის ხორცზე კი  - 25 პროცენტით გაიზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე