რუსთავში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:14 | 03.04.2018
ნანახია: 857

რუსთავში, რესტორან "შარკთან" გვიან ღამით 22 წლის მამაკაცი დაჭრეს. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რომელიც რესტორანში დაიწყო.

მამაკაცს ჭრილობები გულმკერდისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე არ არის, შესაბამისად, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. მათივე ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე