იტალიაში საქართველოს მოქალაქე საფულის ქურდობისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:14 | 03.04.2018
ნანახია: 855

იტალიაში საქართველოს მოქალაქე საფულის ქურდობის გამო დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 30 წლის საქართველოს მოქალაქემ პიზის ერთ-ერთ ბარში მყოფ ჯარისკაცს საფულე მოპარა. ის ბარის მეპატრონემ და საფულის მფლობელმა დააკავეს. ამის შემდეგ ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.

დაპატიმრებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

იტალიური მედიის ცნობით, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ ყოფილა და ის გაათავისუფლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე