გამყიდველმა მოზარდი ლუდის საფასურის გადაუხდელობის გამო მოკლა

საქართველო, თბილისი - 10:50 | 03.04.2018
ნანახია: 844

ამერიკის ტენესის შტატში მაღაზიის გამყიდველს  ბრალი ედება მოზარდის მკვლელობაში, რომელსაც ფულის გადახდა დაავიწყდა. ამის შესახებ გაზეთი New York Post-ი წერს.

ინციდენტი მემფისში მოხდა. აფროამერიკელმა მოზარდმა ლუდი აიღო და მაღაზია ისე დატოვა, რომ ფული არ გადაუხდია. გამყიდველმა მისი შეჩერება გადაწყვიტა და სუპერმარკეტიდან გასულ ბიჭს ერთხელ ესროლა. სავარაუდოდ, ის ვერ მიხვდა, რომ მოზარდს ტყვია მოხვდა, რადგან წარუმატებელი დევნის შემდეგ ის მაღაზიაში დაბრუნდა და მუშაობა გააგრძელა.

მოზარდის ცხედარი ორი დღის შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებმა თავის სახლთამ იპოვა. მოზარდი 17 წლის იყო. პოლიციამ მაღაზიის გამყიდველი დააკავა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე