ტრამპმა პუტინს თეთრ სახლში შეხვედრა შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 03.04.2018
ნანახია: 837

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს ვაშინგტონში შეხვედრა შესთავაზა. მან ეს წინადადება ჯერ კიდევ 20 მარტს გააჟღერა, როდესაც პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

თეთრმა სახლმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. პრეს-მდივნის სარა სანდერსის თქმით, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის შესახებ საუბარი შედგა, თუმცა სანდერსს დეტალები არ წარმოუდგენია.

 „როგორც პრეზიდენტმა 20 მარტს დაადასტურა, პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მათ უახლოეს ხანებში ორმხრივი შეხვედრის საკითხი განიხილეს რამდენიმე სავარაუდო ადგილას, მათ შორის თეთრ სახლშიც. ჯერჯერობით სხვა რამის დამატება არ შეგვიძლია“, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე