აშშ-ში ორი თვიმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 10:17 | 03.04.2018
ნანახია: 791

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა ამერიკის ინდიანას შტატში აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად.

ტელეარხ NBC-ის ცნობით, ერთი ადამიანი დაჯახების შედეგად ბორტიდან გადავარდა, მეორე კი თვითმფრინავის სალონში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ერთი თვითმფრინავი აფრენას, მეორე კი დაფრენას აპირებდა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე