ერევანში, რესტორან Burger King-ში ძლიერი აფეთქება მოხდა - დაშავებულია 8 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 10:04 | 03.04.2018
ნანახია: 705

ძლიერი აფეთქება მოხდა ერევნის ცენტრში სწრაფი კვების რესტორან Burger King-ში. დაშავდა რვა ადამიანი. მათ შორის რუსეთის სამი და ირანის ორი მოქალაქეა. დაშავებულთა შორის არის სამი მოზარდი და ორი მცირეწლოვანი.

ინციდენტი ჩრდილოეთის პროსპექტზე მოხდა, სადაც განთავსებულია ოფისები, სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები, კაფეები და სავაჭრო ცენტრები. ჩრდილოეთის პროსპექტი ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილად მიიჩნევა.

წინასწარი ინფორმაციით, Burger King-ში გაზის ავზი აფეთქდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე