გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული საქართველოს ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 09:47 | 03.04.2018
ნანახია: 1322

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტიდან თბილისში დაბრუნდა.

ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებულ ძალოსნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 

ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 1-ელ აპრილს ჩემპიონობა ზედიზედ სამჯერ იზეიმა ლაშა ტალახაძემ.

ატაცში კი ირაკლი თურმანიძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა ანასტასია გოტფრიდმა. ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მფლობელი გახდა რეზი დავითაძე. ორი ოქროთი და ერთი ვერცხლით მსგავსი შედეგი აჩვენა შოთა მიშველიძემ. თათია ლორთქიფანიძემ და გოდერძი ბერელიძემ ბრინჯაოს თითო მედალი მოიპოვეს.

ამ შედეგით, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე