არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მწვრთნელს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 09:38 | 03.04.2018
ნანახია: 736

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

სასმართლოს სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ის ბრალს არ აღიარებს.

ყოფილ პედაგოგს, მისივე მოსწავლე, ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ბრალდებული სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე