დადიანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 09:30 | 03.04.2018
ნანახია: 786

თბილისში, დადიანის ქუჩაზე გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს განცხადებით, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) და 236-ე მუხლის მეორე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) და მესამე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) ნაწილებით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე