ნელსონ მანდელას ყოფილი ცოლი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:48 | 02.04.2018
ნანახია: 788

ხანგრძლივი ავამდყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ანტიაპარტეიდის მოძრაობის აქტივისტის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზინდეტის, ნელსონ მანდელას ცოლი, ვინი მანდელა. ინფორმაციას euronews ავრცელებს.

ვინი მანდელას სხვადასხვა დროს რიგ სამთავრობო პოსტები ეკავა, ასევე ხელმძღვანელობდა სამხრეთ აფრიკის ქალთა ეროვნულ კონგრესის ლიგას.

მას სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და მხარდამჭერები მას „ერის დედას“ უწოდებენ.

ვინი მანდელა 1936 წლის 26 სექტემბერს სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ პროვინციაში დაიბადა და სკოლის დამთავრების შემდეგ სოციალური მუშაკის დიპლომი მიიღო, მოგვიანებით კი იოჰანესბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი დაამთავრა. 1957 წელს მან გაიცნო აპარტეიდის მოწინააღმდეგე წამყვანი ორგანიზაციის, "აფრიკის ეროვნული კონგრესის" აქტივისტი, ნელსონ მანდელა, რომელზეც მალევე დაქორწინდა კიდეც. მაგრამ 1964 წელს ნელსონ მანდელა დააპატიმრეს. ვინი მანდელა კი სწორედ მეუღლის დაპატიმრების შემდეგ ჩაება პოლიტიკაში, უფრო კონრეტულად რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც მას დიდი ავტორიტეტი მოუხვეჭა არა მარტო შავკანიან თანამემამულეებს შორის, არამედ უცხოეთშიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე