ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

საქართველო, თბილისი - 21:16 | 02.04.2018
ნანახია: 1063

ზვიად დევდარიანი  ბოლო დროს, მის წინააღმდეგ  დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის გამო, სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი დირექტორი, ზვიად დევდარიანი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. ინფორმაციას საადვოკატო კომპანია "გაბუნია და პარტნიორები" ავრცელებს.

ზვიად დევდარიანი პრესკონფერენციას მის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა და ორგანიზაცია "სიდას" დირექტორის თანამდებობაც დატოვა.

ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე