მალიში სასტუმროზე თავდასხმაში მონაწილე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 27.11.2015
ნანახია: 1813

მალის პოლიციამ ბამაკოში სასტუმრო Radisson Blu-ზე თავდასხმაში ორი ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სამართალდამცავთა თქმით, დაკავებულები 20 ნოემბერს მომხდარ ტერაქტს ნათელს მოჰფენენ. როგორც ცნობილია, 20 ნოემბერს სასტუმრო Radisson Blu-ს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, მათ მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს. ტერაქტს 20 ადამიანი ემსხვერპლა. შტურმის დროს სამართალდამცავებმა სამი ტერორისტი მოკლეს.

ტერაქტზე პასუხიმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ”ალ-მურაბითუნმა” აიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე