ბათუმში 12 წლის მოზარდი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 16:36 | 02.04.2018
ნანახია: 903

ბათუმში, მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, მოზარდი დანით დაჭრეს. დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. მას დაზიანება კოჭის არეში აღენიშნებოდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე