იმოქმედე ახლა, თორემ ჩვენს ქვეყანას მოიპარავენ - ტრამპი კონგრესს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 02.04.2018
ნანახია: 1233

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა მიიღოს კანონი საზღვრების დაცვის შესახებ და შეაჩეროს მიგრანტების ნაკადი, რომელიც მექსიკიდან ამერიკის ტერიტორიაზე არალეგალურად ხვდება.
„კონგრესმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კანონი საზღვრების დაცვის შესახებ, გამოიყენოს თუ აუცილებელია Nuclear Option-ი, რათა შეაჩეროს მასშტაბური ნაკადი ადამიანებისა და ნარკოტიკებისა (მექსიკიდან აშშ-ში). მესაზღვრეები კარგად მუშაობენ, მაგრამ დემოკრატების სუსტი კანონები არ აძლევს მათ სამუშაოს შესრულების საშუალებას. კონგრესო, იმოქმედე ახლა, თორემ ჩვენს ქვეყანას მოიპარავენ“, - წერს ამერიკის ლიდერი Twitter-ში.

Nuclear Option-ი კონგრესმენებს კრიტიკული სიტუაციების დაძლევაში ეხმარება, როდესაც ისინი საკვანძო კანონპროექტების შესახებ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. კონგრესის წევრებს ეძლევათ შეზუდული დრო პარტიებს შორის დებატებისთვის. გადაწყვეტილება კონგრესმა შესაძლოა ხმათა 51 პროცენტის მხარაჭერის შედეგად მიიღოს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე