თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის - კარლოვის მკვლელობის საქმეზე გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 02.04.2018
ნანახია: 973

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციონერის, სასულიერო ლიდერისა და მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენისა და მისი შვიდი მხარდამჭერის დაკავების ორდერი გასცა, თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე. ამის შესახებ ტელეარხი Haberturk-ი იუწყება. გიულენი აშშ-ში ცხოვრობს.

ტელეარხი ინფორმაციას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თანახმად გიულენმა კარლოვის მოკვლის ბრძანება გასცა.

კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე მოკლეს. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა პოლიციის თანამშრომელმა მევლუთ ალთინთაშმა განახორციელა. ის უსაფრთხოების ძალებმა ადგილზე მოკლეს.

კარლოვის მკვლელობის საქმეზე სულ შვიდი ადამიანია დაკავებული, მათ შორის სამი ყოფილი პოლიციელია.

თურქეთის ხელისუფლებამ გიულენს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდეობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. თუმცა მქადაგებელი ბრალდებას უარყოფს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე