დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 12:32 | 02.04.2018
ნანახია: 748

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი. 
3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა + 10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
2 აპრილს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს. 3 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე