ლატვიაში რუსულ ენაზე სწავლება აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 02.04.2018
ნანახია: 794

ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა ხელი მოაწერა კანონს სკოლებში რუსულ ენაზე სწავლების  გაუქმების  შესახებ.  

ლატვიის სკოლებში განათლების მიღება ამიერიდან მხილოდ სახელმწიფო - ლატვიურ ენაზე იქნება შესაძლებელი.
ვეიონსის თქმით, ეს ღონისძიება შესაძლებლობას მისცემს ყველა მოსწავლეს მიიღოს ხარისხიანი განათლება და მიაღწიოს კარიერულ წინსვლას ლატვიაში. პრეზიდენტის განმარტებით ეს უფრო მეტად გააერთიანებს საზოგადოებას და გააძლიერებს ქვეყანას.
ლატვიაში ორ მლნ-ზე ოდნავ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. მათგან ორმოცი პროცენტი რუსულენოვანია. ქვეყანაში ერთადერთი სახელმწიფო ენა ლატვიურია. რუსულს უცხოური ენის სტატუსი აქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე