ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტომობილი მუშებს დაეჯახა - დაიღუპა ერთი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 14:38 | 02.04.2018
ნანახია: 1324

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი, მძიმედ დაშავდა.

როგორც ირკვევა, ისინი გზაზე სამუშაოებს ასრულებდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე