აშშ-ში ლატარეაში უცნობმა 521 მლნ დოლარი მოიგო

საქართველო, თბილისი - 14:34 | 02.04.2018
ნანახია: 959

ამერიკის ნიუ-ჯერსის შტატში Mega Millions-ის ლატარეაში უცნობმა პირმა 521 მლნ დოლარი მოიგო. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი იუწყება.

ბილეთის მფლობელმა,  რომლიც ჯერ არ გამოენილა, ყველა მომგებიანი ნომერი გამოიცნო.

ტელეარხის ცნობით, უცნობმა თავისი ბედნიერი ბილეთი ქალაქ რივერდეილის შემოგარენში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე შეიძინა.

ლატარეის გამარჯვებულს შეუძლია მოგებული თანხა ერთდროულად, ან 29 წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ მიიღოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე