The Sun: „ნოვიჩოკი“, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს, წიწიბურას მარცვლებში იყო მოთავსებული

საქართველო, თბილისი - 14:04 | 02.04.2018
ნანახია: 1810

ნივთიერება „ნოვიჩოკი“, რომლითაც ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, წიწიბურას მარცვლებში იყო მოთავსებული. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ი წერს.

გამოცემის ცნობით, იულია სკრიპალი დიდ ბრიტანეთში რუსეთიდან გაფრენის წინ წიწიბურას, დაფნის ფოთლისა და სუნელების ყიდვას აპირებდა. თუმცა მან მაღაზიაში შესვლა ვერ მოასწრო, ამიტომ თავის მეგობარს სთხოვა ეს პროდუქტები ლონდონში მისთვის ჩაეტანა.

გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ იულია სკრიპალის მეგობარი, როემლიც რუსეთის უდიდეს სამედიცინოი კომპანიაში მუშაობს, დიდ ბრიტანეთში მომდევნო რეისით ჩავიდა.

4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს.

ლონდონი მომხდარში მოსკოვს ადანაშაულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე