შემზარავი მკვლელობა - ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობარ გოგოს თავი ქვით გაუჩეჩქვა (+18 ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:20 | 02.04.2018
ნანახია: 842

დაღესტანში ახალგაზრდა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე მეგობარი გოგონა მოკლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ მისი მეგობარი გოგო სხვა ახალგაზრდა მამაკაცთან საუბრობდა. წყვილმა ამის გამო იჩხუბა, თუმცა შემდეგ შერიგდა და ტაქსით მეგობართან წასვლა გადაწყვიტა. გზად მამაკაცს მომხდარი ისევ გაახსენდა და ავტომობილის სალონში ამ თემაზე გოგონასთან მკაცრი საუბარი ისევ განაგრძო. მათმა ჩხუბმა გააღიზიანა ტაქსის მძღოლი , გოგონა მანქანიდან გადმოიყვანა და ისიც და მისი შეყვარებულიც შუა გზაში დატოვა.

ახალგაზრდა მამაკაცმა გოგონას ცემა ჯერ ფეხებით დაიწყო, შემდეგ კი ქვა იპოვა და თავში რამდენჯერმე დაარტყა. მამაკაცი დაკავებულია, გოგონა მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე