სოფელ მერეთში დენის დარტყმის შედეგად 21 წლის მამაკაცი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 02.04.2018
ნანახია: 1282

გორის რაიონის სოფელ მერეთში უბედური შემთხვევა მოხდა.

21 წლის მამაკაცი მაღალი ძაბვის ელექტრობოძზე იყო ასული, მას დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე