თელ-ავივი ტერორის პოლიტიკას ატარებს - ერდოღანმა და ნეთანიაჰუმ ბრალდებები გაცვალეს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 02.04.2018
ნანახია: 1018

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის ლიდერს რეჯებ ტაიპ ერდორანს კვალვ შეახსნა, რომ მორალის კითხვისგან თავი შეიკავოს.

მანამდე თურქეთისა და ისრაელის ლიდერებმა ერთმანეთთან ბრალდებები გაცვალეს. ერდოღანმა ისრაელის ქმედებას არაადამიანური უწოდა.

ნეთანიაჰუმ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „მსოფლიოში ყველაზე წესიერი არმია არ საჭიროებს მორალის შესახებ ლექციებს, მათგან, ვინც მრავალი წელი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს“.

ამის შემდეგ ერდოღანმა  ნეთანიაჰუს გამონათქვამები დაგმო და თელ-ავივი ტერორის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.

„ერდოღანი არ არის მიჩვეული, როდესაც მას პასუხობენ. ის უკვე უნდა მიეჩვიოს. ისინი, ვინც ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაცია მოახდინა, ვინც შეიჭრა ქურთულ რეგიონში და ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას აფრინში, მორალურ ფასეულობების შესახებ არ უნდა გვასწავლიდნენ“, - დაწერა ნეთანიაჰუმ Facebook-ს გვერდზე.

პარასკევს ღაზას სექტორსა და ისრაელის საზღვრის გასწვრივ დაიწყო ანტიისრაელური მასობრივი გამოსვლები სახელწოდებით „დაბრუნების დიდი მარში“.

აქციის ორგანიზატორების მას მაისის შუა რიცხვებამდე გააგრძელებენ. აქციის აგრესიული მონაწილეების წინააღმდგე ისარელი ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე