ნიგერიაში მებრძოლთა თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 02.04.2018
ნანახია: 781

18 ადამიანი დაიღუპა და 84 დაიჭრა ნიგერიაში  „ბოკო ჰარამის“ მებრძოლთა თავდასხმის შედეგად. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ნიგერიაში მოქმედი რადიკალარი ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ და ქვეყანაში შარიათის შემოღებისთვის იბრძვის. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, „ბოკო ჰარამის“ ძალადობრივი ქმედებების შედეგად რვა წლის განმავლობაში 20 ათასი ადამიანია მოკლული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე