არნოდლ შვარცენეგერს გულის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 02.04.2018
ნანახია: 800

ამერიკელ მსახიობს არნოლდ შვარცენეგერს გულის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ გამოცემა  TMZ მსახიობის ახლობლებზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, 70 წლის მსახიობი სამედიცინო ცენტრში კათეტერის მეშვეობით გულის სარქველის შესაცვლელად იმყოფებოდა.

ქირურგიული ჩარევის დროს გართულებები წარმოიშვა, რის შემდეგაც ექიმებმა სასწრაფო ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს.

ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ დროისთვის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შვარცენეგერს გულის ოპერაცია 1997 წელსაც გაუკეთდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე