ავსტრალია თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ რუსეთში ჩასვლისგან

საქართველო, თბილისი - 11:26 | 02.04.2018
ნანახია: 892

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მაიკლ მსკორმაკი აფრთხილებს ავსტრალიელებს, რომ თავი შეიკავონ რუსეთში ჩასვლისგან, ანტიდასავლური განცხადებების გამო.

ცნობისთვის, ავსტრალიამ ორი რუსი ჯაშუში გააძევა.

ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ორი ოფიციალური პირი, რომლებიც დიპლომატიური მისის წევრებს წარმოადგენდნენ, არაოფიციალურად რუსული დაზვერვისთვის მუშაობდნენ.

დიპლომატები ბრიტანეთისთვის მხარდამჭერის ნიშნად გააძევეს, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე