ერდოღანმა აია სოფიას ტაძარში ყურანის წაკითხვის გამო ათენი გააღიზიანა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 02.04.2018
ნანახია: 1275

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარში წაიკითხა ციტატები ყურანიდან, რამაც ქრისტიანების აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

თურქეთის ლიდერმა მუსლიმების წმინდა წიგნიდან ამონარიდები მათი სულების პატივისცემის ნიშნად წაიკითხა, ვინც მემკვიდრეობად ტაძრის შენობა დაუტოვათ. (ერდორანმა კონსტანტინეპოლის დამპრობლები იგულისხმა). მოგვიანებით, პრეზიდენტმა წმინდა ადგილას გამოსვლას რთული და ამაღელვებელი უწოდა.

ის ხელოვნების ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა. ცერემონია სტამბოლში აია სოფიას ტაძარში გაიმართა, რომელიც მართლმადიდებლური ტაძარი იყო და დღეს იქ მუზეუმი მდებარეობს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის ლიდერის გამოსვლამ საბერძნეთი აღაშფოთა. ათენმა ყოფილ ქრისტიანულ ტაძარში  ერდორანის რელიგიური გამონათქვამები გააპროტესტა.  

წმინდა სოფიას ტაძარი თურქებმა მე-15 საუკუნის შუა ხანებში  ოსმალეთის მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობის შედეგად დაიკავეს.

1935 წლამდე ტაძრში განთავსებული იყო მეჩეთი. შემდეგ კი ის მუზეუმად გადაკეთდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე