მექსიკის ციხეში ამბოხს 7 პოლიციელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 02.04.2018
ნანახია: 770

შვიდი პოლიციელი დაიღუპა მექსიკის ვერაკრუსის შტატის ციხეში მსჯავრდებულთა ამბოხის შედეგად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები La Toma-ს ციხეში წესრიგის აღდგენას ცდილობდნენ. ციხეში უსწერიგობები შაბთს საღამოს დაიწყო. პატიმრები დაცვის უფროსის გადადგომას მოითხოვდნენ. მსაჯავრდებულები სამუშაო იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი, მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლეიბები დაწვეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციელები კვამლის შედეგად გაიგუდნენ.

ამ მომენტისთვის ციხეში ამბოხი ჩახშობილია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე