სიეტლში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა საბოლოოდ შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 02.04.2018
ნანახია: 802

სიეტლში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა საბოლოოდ შეწყვიტა. დიპლომატებმა ამერიკის ხელისუფლების განკარგულების თანახამდ შენობა განსაზღვრულ ვადებში გაათავისუფლეს.

აშშ-მა სკრიპალის საქმის გამო  48 რუს დიპლომატსა და გაეროში რუსეთის 12 წარმომადგენელს ქვეყნის დატოვება გასული კვირის დასაწყისში მოსთხოვა. ამერიკის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა სიეტლში გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ.

მოსკოვმა საპასუხოდ 60 ამერიკელი დიპლომატი გააძევა.

4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ  სოლსბერიში ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ლონდონმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.

26-29 მარტს სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ 30-მდე ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის საქართველომ. სულ, სამშობლოში დაბრუნება რუსული დიპლომატიური მისიების 150-მდე თანამშრომელს მოუწევს.

კერძოდ, აშშ-მა გააძევა 60 რუსი დიპლომატი, უკრაინამ -13, გერმანიამ, კანადამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა – ოთხ-ოთხი; ლიტვამ, მოლოდვამ და ჩეხეთმა – სამ-სამი; ავსტრალიამ, ალბანეთმა, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდენმა – ორ-ორი; თითო-თითო ბელგიამ, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, მაკედონიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ, მონტენეგრომ, შვედეთმა, ესტონეთმა და საქართველომ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე