დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ბზობას ზეიმობენ

საქართველო, თბილისი - 12:49 | 01.04.2018
ნანახია: 1588

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ყველა ეკლესიაში ბზას აკურთხებენ.

ბზობა, (ბაიაობა) — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. იგი მოძრავია და აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე