რუსეთიდან კიდევ 27 ბრიტანელ დიპლომატს გააძევებენ

საქართველო, თბილისი - 17:45 | 31.03.2018
ნანახია: 748

რუსეთი დამატებით კიდევ 27 ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს. სულ, რუსეთის ფედერაციის დატოვება ბრიტანეთის საეჩლოს 50 თანამშრომელს მოუწევს. მათ ამისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ Reuters-თან ინტერვიუში დაადასტურა.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.

საერთაშორისო საზოგადოებამ დიდი ბრიტანეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და 30-მდე ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე