ქუთაისში ავარიის დროს დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველო, თბილისი - 14:04 | 31.03.2018
ნანახია: 999

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, დედა-შვილს მოტეხილობები არ აღენიშნებათ, თუმცა, მკურნალობა უტარდებათ.

ცნობისთვის, დედა-შვილს ზებრაზე გადასვლისას ავტომობილი დღეს დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე