რუსეთი აშშ-ის 60 დიპლომატს გააძევებს და სანქტ-პეტერბურგში გენერალურ საკონსულოს დახურავს

საქართველო, თბილისი - 22:34 | 29.03.2018
ნანახია: 832

რუსეთიდან 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებენ, ხოლო სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალურ საკონსულოს დახუარავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვმა დასძინა, რომ ყველა იმ ქვეყანას მიაგებენ ადეკვატურ პასუხს, საიდანაც რუსი დიპლომატები გამოაძევეს.

ცოტა ხნის წინ, აშშ-მა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა, ხოლო სიეტლში რუსეთის გენერალური საკონსულო დახურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე