ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს - საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველო, თბილისი - 18:43 | 29.03.2018
ნანახია: 806

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს.

მათი ინფორმაციით, ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ოფიციალური განცხადება საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებაზე უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ცნობისთვის, ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე