ლეონარდო დი კაპრიო 20 წლით უმცროს მოდელს ხვდება

საქართველო, თბილისი - 15:44 | 29.03.2018
ნანახია: 1520

 

ხმები იმის შესახებ, რომ ლეონარდო დი კაპრიო 23 წლით უმცროს ქერა მოდელს კამილა მორონეს ხვდება, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. თუმცა 43 წლის მსახიობს ეს ინფორმაცია რა დაუდასტურებია. სამაგიეროდ, ამას მის ნაცვლად პაპარაცები აკეთებენ, რომლებიც წყვილს  მოსვენებას რა აძლევენ და გამუდმებით კუდში დასდევენ.

ასე მოხდა ამ ჯერზეც. გამოცემა DailyMail-მ გამოაქვეყნა ლეონარდოსა და მორონეს ფოტო. შეყვარებულები ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ რესტორანში მიიჩქარიან.   

გასაკვირი არ არის, რომ ამ ჯერზეც ჰოლივუდის  მნახიობის არჩევანი ქერა ლამაზმანზე შეჩერდა. ბოლო წლებში ლეო დროს მხოლოდ ქერათმიან ახალგაზრდა გოგონებთან ატარებს. მანამდე ვარსკვლავი ნინა აგდალთან, ლორენა რეისთან, ტონი გარნთან, ალინა ბაიკოვასთან და სხვებთან ერთად შენიშნეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე